logo
Loading data...
მთავარი შუა დერეფანი

სტატია

"შუა დერეფანი" ჯერ კიდევ მყიფეა, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ" - ემილ მაჯიდროვი

"შუა დერეფანი" ჯერ კიდევ მყიფეა, სიტუაციის დასასტაბილურებლად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-თან Rotas Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ემილ მაჯიდოვმა "შუა დერეფანზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, "შუა დერეფანი" ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გლობალური ბაზრებისკენ მიმავალი ბუნებრივი გზაა. 

"შუა დერეფანი" თავისი არსით მულტიმოდალურია როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო ელემენტებით. ეს მას შედარებით რთულ და ახალ საერთაშორისო მარშრუტად აქცევს. "შუა დერეფანი" შესანიშნავი გზაა ცენტრალური აზიისთვის გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად. რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დერეფანში საინტერესო დინამიკა გამოიკვეთა.

რამდენიმე წლის წინ კონსულტანტებს "შუა დერეფნისთვის" მოდელირების გაკეთება ვთხოვე. მთავარი მიზანი იყო ამოგვეხსნა რა ახდენს გავლენას ტვირთების მოცულობაზე. როგორც აღმოჩნდა ბოლო ათწლეულში დერეფანში ტვირთების მოცულობა პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად იცვლება -  იზრდება, ან მცირდება. ტვირთბრუნვა ხშირად დამოკიდებულია ნავთობის ფასზეც, რადგან ზოგადად ნავთობისა და გაზის ფასი გავლენას ახდენს სამომხმარებლო ბაზრებზე, ინვესტიციასა და მშენებლობაზე. შესაბამისად, ამას დერეფანზე ე.წ. ტალღისებური ეფექტი აქვს. "შუა დერეფანი" ჯერ კიდევ მყიფეა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სიტუაციის დასასტაბილურებლად, რადგან დერეფანში ტვირთის სტაბილური მოცულობა აღარ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებასა და ნავთობის ფასებზე. 2022 წლიდან დერეფანში ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ამით სარგებლობს აზერბაიჯანიც და საქართველოც.

უკრაინის ომის დაწყებისთანავე დერეფანში ტვირთბრუნვის მოცულობა დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. 2022 წელს უფრო ნაკლები მოცულობით, თუმცა ეს ზრდა მაინც გაგრძელდა. ახლა კი დინამიკაში ზრდა ერთნიშნაა. ბევრი ფაქტორია, მათ შორის, ერთ-ერთი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კონკურენტული მარშრუტების არსებობა. ჩვენს პორტებსა და მარშრუტებზე არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. მაგალითად, ტვირთების დაბალგმატარიანობა და ასევე, კასპიის ზღვის პორტში მხოლოდ გარკვეული ზომის გემების მიღება. ვფიქრობ უნდა გადავიდეთ საზღვაო კვეთის ევროპულ მოდელზე, სადაც ტვირთის მოძრაობის პარალელურად მუშავდება დოკუმენტაცია. დიგიტალიზაცია გადამწყვეტია ჩვენი მარშრუტის კონკურენტუნარიანობისთვის და ვფიქრობ, ეს არის გზა, რომლითაც გადამზიდავებს დავაინტერესებთ.

ცენტრალური აზია მომდევნო ათწლეულში, სავარაუდოდ, გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ნაწილი იქნება. არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო ჩინეთს ალტერნატიული მარშრუტები სჭირდება და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, ჩინეთს შეუძლია კარგი შემოსავლის წყარო გახდეს 1-2 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება მომდევნო 10-15 წლის პერიოდში. თუ გრძელვადიან განვითარებაზე ვიფიქრებთ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა როგორც ჩინური, ასევე ცენტრალური აზიის ტვირთიც. ამისათვის მზად ვართ ვითამაშოთ შუალედური თამაში. უნდა დაიძლიოს გამოწვევები როგორც ინფრასტურქტურის, ისე პროცედურების ნაწილში", - აცხადებს ემილ მაჯიდოვი.

გამოგვყევით